„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №29 |
|
2023 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესასრულებლად, ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს დაუწესდეთ:
ა) კვებით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხა − თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, პირადი დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურს ასრულებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის ცვლებში;
ბ) საკომპენსაციო თანხა სასურსათო ულუფით უზრუნველყოფაზე სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლებამოსილ თანამშრომლებს სამუშაო (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების) დღეებზე, იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, სამსახური ვერ ახორციელებს მათ საულუფე კმაყოფას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს:
ა) საუზმისათვის − 2 (ორი) ლარის ოდენობით;
ბ) სადილისათვის − 4 (ოთხი) ლარის ოდენობით;
გ) ვახშმისათვის − 2 (ორი) ლარისა და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა უფლებამოსილი მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მივლინების გაფორმებისა და აღნიშნულის საფუძველზე მისთვის სადღეღამისო ნორმის ანაზღაურების შემთხვევაში.“.
2. 11 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. უფლებამოსილ მოსამსახურეთა სრული ან ნაწილობრივი საულუფე კმაყოფის შემთხვევაში, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა გაწეული კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, სასურსათო ულუფით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სამსახურის თანამშრომლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2023.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.023862.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 23.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.023862 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5698163/