საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.10.2010 ძალადაკარგული 27.12.2010
ნომერი
№142
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 01/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №142

2010 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ

საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე- 2 მუხლის მე- 4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე- 2 და მე-3 ნაწილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი  ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

შეიქმნას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღსრულების შემდეგი დაწესებულებები:

1. №1 დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. № 85/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 750 ბრალდებული/მსჯავრდებული;

2. №2 დაწესებულება /ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. № 85/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 1840 ბრალდებული/მსჯავრდებული;

3. №3 დაწესებულება /დაბა ხელვაჩაური, ურეხის დასახლება/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა  და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 557 ბრალდებული/მსჯავრდებული ;

4.  №4 დაწესებულება /ქ. ზუგდიდი, ც. დადიანის ქ. № 9/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება  – ბრალდებულთა  და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 305 ბრალდებული/მსჯავრდებული;

5. №5 დაწესებულება /გარდაბნის მუ ნ იციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/ – ქალთა პატიმრობისა და ნახევრად ღია თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1200 ბრალდებული/მსჯავრდებული.

6. №6 დაწესებულება – /გარდაბნის მუ ნ იციპალიტეტი, სოფ. მთისძირი/ – პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 1400 ბრალდებული/მსჯავრდებული;

7. №7 დაწესებულება /ქ. თბილისი, გულუას ქ. № 31/ – პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 108 ბრალდებული/მსჯავრდებული;

8. №8 დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე- 7 მ/რ, მე- 2კმ/ – პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება – ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა  განთავსების ლიმიტი – 3672 ბრალდებული/მსჯავრდებული.

9. №9 დაწესებულება – ქალთა და არასრულწლოვანთა საპატიმრო და ნახევრად ღია თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულება /ქ. თბილისი, აბუსერიძე – ტბელის № 11/ – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 970 ბრალდებული/მსჯავრდებული;

10. №10 დაწესებულება /ქ. თბილისი, ავჭალის გზატკეცილი № 17/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 370 მსჯავრდებული;

11. №11 დაწესებულება /ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ. № 33/ – არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება  – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 160 მსჯავრდებული;

12. №12 დაწესებულება /ქ. თბილისი, გორგასლის ქ. № 77/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 700 მსჯავრდებული;

13. №13 დაწესებულება /ხონის მუნიციპალიტეტი, ჩაის მეურნეობა/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება  – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 650 მსჯავრდებული;

14. №14 დაწესებულება  /ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება/ – ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2500 მსჯავრდებული;

15. №15 დაწესებულება /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება  – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი –  3300 მსჯავრდებული;

16. №16 დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. № 60/ – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2704 მსჯავრდებული ;

17.  №17 დაწესებულება /ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. № 64/ – ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 2744 მსჯავრდებული;

18. №18 დაწესებულება /ქ. თბილისი, გლდანის მე- 7 მ/რ, მე- 2 კმ/ – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება – მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა განთავსების ლიმიტი – 250 ბრალდებული/მსჯავრდებული;

19. №19 დაწესებულება – /მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება – მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი – 540 მსჯავრდებული.

    მუხლი 2

ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ შერეული ტიპის დაწესებულებებში შეიქმნას პატიმრობის განყოფილებები, აღნიშნულ დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით განთავსების მიზნით.

    მუხლი 3

ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ  დაწესებულებაში შეიქმნას არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განყოფილება, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა განცალკევებით განთავსების მიზნით.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს სასჯ ე ლაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის № 147 ბრძანება „სასჯელაღსრულების დაწესებულებების შესახებ“ (სსმ III, 28.04.2009, №51, მუხ.571) და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 1 ივნისის №242 ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთა შევსების ლიმიტების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 08.06.2009წ., №69, მუხ. 758).

    მუხლი 5

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

ხ. კალმახელიძე