დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2010 ძალადაკარგული 28.02.2012
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.169.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 15/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეებისა და დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1.განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ად გილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანარ თ ი 1-ის შესაბამისად (დანართი 1–1 ფურცელი დადგენილებას თან ერთვის);

2.განისაზღვროს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დამხმარე მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები დანართი 2-ის შესაბამისად (დანართი               2 –1 ფურცელი დადგენილებას თან ერთვის);

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე;

4. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში                      (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ.№2) უშუალო ზი ა ნის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ. ბაღაშვილი

დანართი 1

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების, სხვა მოხელეების, საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები

 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი,

საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი

500

8

გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი

450

9

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი- გამგეობის რწმუნებული

400

10

უმცროსი საჯარო თანამდებობა:

მთავარი სპეციალისტი

სპეციალისტი

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

 

420

410

200

 

 

 

 

 

 

დანართი 2

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

1

მძღოლი

400

2

დარაჯი

200

3

დამლაგებელი

180