დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2010 ძალადაკარგული 29.06.2011
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.169.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 15/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროსმუნიციპალიტეტის საკრებულოს

  დადგენილება№34

2010 წლის 30 სექტემბერი

ქ. დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულების დამტკიცების თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს დებულება (დანართი თან ერთვის).

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილების გასაჩივრება შეიძლება დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ. დედოფლისწყარო, კიკვიძის ქ. №2) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე   ლ. ბაღაშვილი

დანართი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მომსახურების ბიუროს

დებულებ ა

    მუხლი1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო

1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო (შემდეგში – მმბ) წარმოადგენს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებულ ერთი სარკმლის პრინციპით მოქმედ მომსახურების ბიუროს,რომელიც ემსახურება მოქალაქეთა ლეგიტიმურ ინტერესს, ხელსაყრელ, თანასწორ, სამართლიან და ეფექტურ ადმინისტრაციულ მომსახურებას.

2. მმბ-ს ფუნქციაა უზრუნველყოს მოქალაქეთა დროული, კვალიფიციური და სრულყოფილი მომსახურება, გამჭ ვ ირვალობისა და ნდობის ფაქტორის გაზრდა.

3. მმბ წარმოადგენს მთელ მუნიციპალიტეტს და მჭიდროდაა დაკავშირებული მუნიციპალიტეტის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომლებიც უზრუნველ ყ ოფენ ყველა სამსახურის თანამშრომლობას.

    მუხლი 2. მმბ-ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

მმბ-ს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და ეს დებულება.

    მუხლი3. მმბ-ს ძირითადი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

1. განახორციელოს ნებისმიერი ადმინისტრაციული სახის სერვისი, რომელიც გულისხმობს მოქალაქესა და თვითმმართველ ერთეულს შორის კონტაქტს, სხვადასხვა სფეროში:

ა) წერილების მი ღ ება-ჩაბარება;

ბ) სამშენებლო, სატრანსპორტო ან სხვადასხვა ნებართვები;

გ) მიწის ან შენობათა ადმინისტრირება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

დ) სოციალურ სფეროში მომსახურება;

ე) საჯარო ინფორმაციის მიწოდება;

ვ) განცხადებების და საჩივრების მიღება;

ზ) იურიდიული სახის განმარტებები და კონსულტაციები.

2. ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტის იმიჯის ამაღლებას, გააუმჯობესოს ადმინისტრაციული პროცესები, გახადოს იგი ეფექტური.

3. მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე.

4. განახორციელოს საქ ართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    მუხლი4. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს მუშაობის ორგანიზება

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავ მ ჯდომარის და მუნიციპალიტეტის გამგებლის საერთო პასუხისმგებლობა განისაზღვრება შემდეგ საკითხებში:

ა) წელიწადში ორჯერ მმბ-ს ფუნქციონირების მონიტორინგის ანგარიშებ ი ს მიღება;

ბ) აძლევენ თანამშრომლებს რჩევებს საჭიროების შემთხვევაში;

გ) თვალყურს ადევნებ ენ განცხადებების, საჩივრების გადამუშავების პროცესს სხვადასხვა სამსახურში;

დ) თვალყურს ადევნებ ენ ანგარიშების შედგენას და ხელს აწერ ენ ამ ანგარიშებს.

2. მმბ-ს კოორდინატორი პასუხისმგებელია მმბ-ს ყოველდღიურ საქმიანობაზე

ა) მმბ-ს კოორდინატორს ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე გამგებელთან შეთანხმებით;

ბ) ახორციელებს საჭირო ზედამხედველობას;

გ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა მიერ თითოეული მოქალაქის თავაზიანად მიღებას, ადგილზე სასურველი გარემოს შექმნას;

დ) თვალყურს ადევნებს განცხადებების შესაბამის სამსახურში გადაგზავნას, მათ კონტროლზე აყვანას და ვადების დაცულობას;

ე) უზრუნველყოფს თანამშრომლებზე საქმის გადანაწილებას.

    მუხლი 4. მმბ-ს თანამშრომლები

1. მმბ-ს თანამშრომლები არიან საჯარო სამსახურის მოსამსახურეები.

ა) ახორციელებენ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ბ) უზრუნველყოფენ განცხადებების მიღებასა და ადე კ ვატურ რეაგირებას;

გ) ასრულებენ მმბ-ს კოორდინატორის უშუალო დავალებებს;

დ) გაწერილი სისტემებისა და პროცედურების თანახმად ახორციელებენ მომსახურებ ა ს.

2. მმბ-ს თანამშრომლები შეირჩევიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სხვადასხვა სამსახურებიდან. ახალი კადრების აყვანა მოხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

    მუხლი 5. მმბ-ს თანამშრომელთა მოვალეობები

მმბ-ს თანამშრომლები ვალდებულები არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით და დებულებით განსაზღვრული ფუნქციური მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკასა და ინვენტარს;

ვ) იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებულები,კომპეტენტურები და თავაზიანები