„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№668
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.015035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 25/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.015.035

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№668

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებით (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1614) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ხაზინას ხელმძღვანელობს სახაზინო სამსახურის უფროსი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანაწილებს მოვალეობებს პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახაზინო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი ან რამდენიმე მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

4. სახაზინო სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. სახაზინო სამსახურის უფროსის და მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, სახაზინო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 25 აგვისტოდან.

კ. ბაინდურაშვილი