„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.014.973
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№639
2010 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში (სსმ III, 11.05.09, №57, მუხლი 646) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“.
3. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესი“;
ბ) პირველი-მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1.
1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა და სპეციალიზებულ სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამსახურში წარმოდგენილი აქვს განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) დაწესებულება – სამსახურის ცენტრალური აპარატი, ტერიტორიული ორგანოები და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულები.
მუხლი 2.
1. სტაჟიორი შესაძლებელია იყოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
2. სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა და სხვა მოთხოვნები მტკიცდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ კონკურსის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან სამსახურის ვებ-გვერდზე ან მასმედიის საშუალებით.
მუხლი 3.
1. სტაჟიორად პირი მიიღება ტესტირების ან/და გასაუბრების წესით.
2. ტესტირებას ატარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“ (შემდგომში – აკადემია).
3. ტესტირებაზე ან/და გასაუბრებაზე დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც სამსახურში წარადგენს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს და დააკმაყოფილებს ამავე აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
4. ტესტირების შემდგომ გასაუბრებაზე დაიშვება ის კანდიდატი, რომელიც ტესტირების შედეგად დააგროვებს გამსვლელ ქულას, რომელიც დგინდება სამსახურის უფროსის მიერ.
მუხლი 4.
1. იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას ან/და გასაუბრებას სამსახურის უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სტაჟიორად დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მასთან ფორმდება ხელშეკრულება.
2. იმ შემთხვევაში თუ სტაჟიორი უარს განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვლისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეუწყდება სტაჟირება.
3. სტაჟირების ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.
4. სტაჟირების უშუალო ხელმძღვანელს განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების უფროსი.
5. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სტაჟიორმა სტაჟირების პროცესში შესაძლებელია გაიაროს თეორიული სწავლება აკადემიაში შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის შესაბამისი სასწავლო პროგრამით.
6. თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ სტაჟიორს უტარდება ტესტირება სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. ის სტაჟიორი, რომელიც წარმატებით გაივლის ტესტირებას აკადემიაში, მიიღებს აკადემიის სერტიფიკატს. სტაჟიორს, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეუწყდება სტაჟირება.
მუხლი 5.
1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორს უტარდება გასაუბრება.
2. გასაუბრებას ატარებს სამსახურის უფროსის ბრძნებით შექმნილი კომისია.
3. გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორი იღებს დადებით ან უარყოფით შეფასებას.
მუხლი 6.
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში;
გ) სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს სემინარებსა და კონფერენციებში.
2. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის და დაწესებულების დებულებით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით;
ბ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება;
გ) დაიცვას სამსახურის შინაგანაწესი და ამ წესით დადგენილი ნორმები;
დ) არ გაავრცელოს საიდუმლო ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების გავლის პროცესში;
ე) დადგენილ ვადაში შეასრულოს ყველა დავალება, რომელიც დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ;
ვ) შეასრულოს მასთან ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
მუხლი 7.
1. დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები.
2. სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ) ხელი შეუწყოს სტაჟიორის კვალიფიკაციის ამაღლებას;
გ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და მასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ინფორმაციით;
დ) განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა;
ე) ხელი შეუწყოს სტაჟიორისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევსდისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 8.
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) თეორიული სწავლების დროს არასაპატიო მიზეზით 6 აკადემიური საათის გაცდენა, თეორიული სწავლების კურსიდან გარიცხვა ან საბოლოო უარყოფითი შეფასების მიღება;
ბ) სტაჟირების პროცესში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში/სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;
გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
დ) სტაჟიორის უარი ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერაზე;
ე) სტაჟიორის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 9.
1. სამსახურის უფროსი იღებს სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.
2. სტაჟირების გადავადების ან დროებით შეჩერების საფუძველია:
ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;
ბ) სტაჟიორის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა;
გ) სტაჟიორის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.
მუხლი 10.
1. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დაინიშნა დაწესებულებაში თანამდებობაზე სტაჟირების ვადის ამოწურვამდე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად.
2. სტაჟირებას ორგანიზებას უწევს სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.
4. მე-11 მუხლი, IV და V თავები ამოღებულ იქნეს.
5. დანართი №1 და №2 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი