„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარისავტონომიურირესპუბლიკის ფინანსთადაეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №246
2011 წლის 6 სექტემბერი
ქ. ბათუმი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 25-ე მუხლის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის №44 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 24 აგვისტოს №66 ბრძანებაში (გაზეთი „აჭარა“ №124 (22.868), 01.09.2007 წ. გვ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატებ ა:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (დანართი № 5);“;
ბ) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საინვესტიციო საინფორმაციო სამსახური (დანართი №10).“;
გ) დანართი №5 და დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ბოლქვაძე
დანართი №5
საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფია.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4. დეპარტამენტის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის ეფექტური საკომუნიკაციო ქსელის შექმნის ხელშეწყობა;
ბ) ბიზნესის სფეროში არსებული პრობლემების შესწავლა, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ) აქტიური და პოტენციური ინვესტორების მონაცემთა ბაზის შექმნა, საინვესტიციო პროექტების საინფორმაციო ბანკის შექმნა, საინფორმაციო პაკეტების მომზადება პრივატიზაციის პროცესის, პროცედურების და ბიზნესის გარემოს შესახებ;
დ) განხორციელებული საინვესტიციო პროექტების ანალიზი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, უცხოელ ინვესტორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი, საინვესტიციო და საინოვაციო პროექტების მონიტორინგი, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა და მისი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა მონიტორინგი და კოორდინაცია,
ვ) ექსპორტის ხელშეწყობა, ინვესტიციებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მოქმედ სამსხურებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მათ შორის მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები სა და ამოცანები ს შესრულება.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით ცალკეული საკითხების განხილვისა და შემუშავების მიზნით მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, კონსულტანტები და სპეციალისტები და მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია, შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებანი;
გ) სამინისტროს სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დაპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტებს;
ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
ი) საჭიროების შემთხვევაში აყენებს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) ახორციელებს სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №10
საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინვესტიციო-საინფორმაციო სამსახური (შემდგომში – სამსახური) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფია.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
4. სამსახური ს დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება მინისტრის სამართლებრივი აქტით.
მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ბ) რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა პოტენციური ინვესტორებისადმი, უცხოელი ბიზნესმენებისათვის, ინვესტორებისა თუ ოფიციალური პირებისათვის პრეზენტაციების ორგანიზება, რეგიონის ეკონომიკის დარგებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებულ პირთათვის შესაბამისი მასალების მიწოდება;
გ) რეგიონის საინვესტიციო კლიმატისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ;
დ) ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების ვიზიტებს აჭარაში, რაც მოიცავს შეხვედრების ორგანიზებას მთავრობის წარმომადგენლებთან, მომწოდებლებთან, პოტენციურ პარტნიორებთან, სავაჭრო პალატებთან და სხვა;
ე) დახმარება გაუწიოს და უზრუნველყოს პოტენციური ინვესტორის საინფორმაციო მხარდაჭერა რეგიონში ჩამოსვლამდე, ადგილზე ყოფნისას და რეგიონის ტერიტორიის დატოვების შემდეგ;
ვ) უცხო ქვეყნებისათვის აჭარის რეგიონის, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ადგილის, ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა, საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზება პოტენციური ინვესტორებისთვის, მნიშვნელოვანი საპრივატიზებო ობიექტების დათვალიერების ორგანიზება;
ზ) ინვესტორებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება რეგიონში არსებულ იურიდიულ, საგადასახადო და სატარიფო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მათი უზრუნველყოფა ყველა სახის ინფორმაციით, რომელიც საჭიროა საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისთვის;
თ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მათ შორის, მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები სა და ამოცანები ს შესრულება.
მუხლი 3. სამსახურის უფლებამოსილება
სამსახური უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისაგან გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით ცალკეული საკითხების განხილვისა და შემუშავების მიზნით მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, კონსულტანტები და სპეციალისტები და მიიღოს მათგან საჭირო ინფორმაცია, შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებანი;
გ) სამინისტროს სათათბირო ორგანოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები;
დ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურ ს ხელმძღვანელობს სამსახური ს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. სამსახური ს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
2. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს;
გ) ზედამხედველობს სამსახურის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტებს;
ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ) სამსახურის სახელით ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას;
ი) საჭიროების შემთხვევაში აყენებს შუამდგომლობას სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) ახორციელებს სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.
მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.