„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№283/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.22.035.010.871
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 137, 01/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.010.871

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №283/ნ

2007 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებით (სსმ III, 29.06.2007 წ., №92, მუხლი 989) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

გ) ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტი;

დ) სამკურნალო და დამხმარე საშუალებების აღრიცხვისა და განაწილების დეპარტამენტი;

ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შესრულების ინსპექტირების დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო ვალდებულებების აღრიცხვის, პროგნოზირებისა და ანგარიშსწორების დეპარტამენტი;

ზ) ბენეფიციართა აღრიცხვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

თ) იურიდიული სამსახური;

ი) საბუღალტრო სამსახური.“.

2. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების შეუფერხებელი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

დ) თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება;

ე) შესასრულებელ სამუშაოთა აღრიცხვა და შესრულების კონტროლი;

ვ) სააგენტოში ადამიანური რესურსების აღრიცხვა, მართვა, განვითარების ხელშეწყობა; საკადრო ხასიათის ბრძანებების/ხელშეკრულებების მომზადება;

ზ) სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა და საზოგადოებასთან ურთიერთობა.“.

3. მე-7, მე-8, მე-9 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი

სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება:

ა) ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული, აგრეთვე სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, მომსახურებისა და საქონლის (საჭიროების შემთხვევაში – სამუშაოს) სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესწყიდვების შესახებ ანგარიშებისა და საოქმო ჩანაწერების წარმოება;

გ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, ხელშეკრულებათა გაფორმება, გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვა-სისტემატიზაცია.

    მუხლი 8. ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტი

ხელშეკრულებების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება:

ა) ჯანდაცვისა და სოციალური სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტების და შესრულების ანგარიშების მომზადება;

ბ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი.

    მუხლი 9. სამკურნალო და დამხმარე საშუალებების აღრიცხვისა და განაწილების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების აღრიცხვა;

ბ) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების და შშმ პირთათვის დამხმარე საშუალებების განაწილება-გაცემის წესის შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;

გ) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა უზრუნველყოფა სპეციფიკური მედიკამენტის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტებით.

    მუხლი 12. ბენეფიციართა აღრიცხვისა და                ინფორმაციული უზრუნველყოფის               დეპარტამენტი

ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება:

ა) ჯანდაცვის (მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) და სოციალური დაცვის სფეროს სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციართა აღრიცხვა და ინფორმაციის დამუშავება;

ბ) ბენეფიციართა შესახებ მონაცემთა ბაზის ფორმირება, მართვა და ანალიზი;

გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების თაობაზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;

დ) ბენეფიციართა და დაინტერესებულ პირთა ინფორმაციული უზრუნველყოფა.

ე) სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესით სადაზღვევო სქემების ფარგლებში ბენეფიციართა გაწევრიანებისთვის ხელშეკრულების პირობების მომზადება და ხელშეკრულებების მართვა;

ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაუჩერით მიწოდებული მომსახურებისა და საქონლის აღრიცხვა და მოხმარების თაობაზე რეგულარული ანგარიშების მომზადება.“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122 მუხლები:

    „მუხლი 121. იურიდიული სამსახური

იურიდიული სამსახურის ძირითად ამოცანებს და კომპეტენციებს განეკუთვნება:

ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა გადაწყვეტა და სააგენტოსთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

გ) სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება-მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სამართლებრივი ექსპერტიზა.

    მუხლი 122. საბუღალტრო სამსახური

ა) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;

ბ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის მიზანმიმართულად განხორციელება;

გ) მატერიალურ ფასეულობათა, სახსრების სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;

დ) სააგენტოს ხარჯების მიზნობრიობის უზრუნველყოფა;

ე) მოსამსახურეთა სარგოს და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;

ვ) ბუღალტრული ანგარიშის შედგენა და დაწესებულ ვადებში წარდგენა.“.

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.09.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №283/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.22.035.010.871.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივლისის №198/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №283/ნ, 27.09.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.010.871 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/73108/