„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.33.058.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111222025, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/ნ

2011 წლის 19 დეკემბერი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებაში ცვლილებების ა და დამატების შეტანის შესახებ

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარი ს ა ვტონომ ი ური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 მაისის №1/ნ ბრძანებით (გაზეთი ,,აჭარა”, 2007 წლის 24 მაისი, №80 (22.824), გვ.8-10) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი;

გ) დევნილთა და განსახლების დეპარტამენტი;

დ) იურიდიული დეპარტამენტი;

ე) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ვ) ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;

ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

თ) სოციალური დაცვის დეპარტამენტი.”;

ბ) დებულების მე-12, მე-13, მე-14, მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

გ) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

დ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგ­რამების განხილვა და ანალიზი;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სტანდარტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შიდა სტანდარტების შემუშავებაში სამედიცინო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარება;

ზ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;

ი) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება;

 კ) სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების პერიოდული კორექტირება და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

მ) პირველადი ჯანდაცვის ქსელში (მათ შორის, თემის სამედიცინო პუნქტებში) დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მუშაობასა და მათ პროფესიულ მომზადებაში ხელშეწყობა;

ნ) სამედიცინო მომსახურების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტთა საინფორმაციო ბაზის შექმნა-განახლება. მათი პროფესიული მზადებისა და გადამზადების კოორდინაცია;

ო) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

პ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.

მუხლი 13

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სამედიცინო მომსახურების განყოფილება;

ბ) პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილება.

მუხლი 14. სამედიცინო მომსახურების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილებასთან ერთად;

გ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტის მომზადება;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგ­რამების განხილვა და ანალიზი;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სტანდარტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შიდა სტანდარტების შემუშავებაში სამედიცინო დაწესებულებებისათვის მეთოდური დახმარება;

ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობა;

თ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ი) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;

კ) სამედიცინო მომსახურების სფეროში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მუშაობასა და მათ პროფესიულ მომზადებაში ხელშეწყობა;

ლ) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

მ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.

 მუხლი 15. პროგრამების მართვისა და მონიტორინგის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა და სამედიცინო დაწესებულებებში პროგრამების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგის (ინსპექტირება) განხორციელება;

გ) სამედიცინო დაწესებულებებთან შესაბამისი მონიტორინგის (ინსპექტირება) აქტის გაფორმება და მონიტორინგის შედეგების განხილვა და ანალიზი;

გ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი სამედიცინო მომსახურების განყოფილებასთან და ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების დეპარტამენტთან ერთად;

დ) სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სამინისტროში ასანაზღაურებლად წარმოდგენილი მასალების დოკუმენტალური გადამოწმება და აღრიცხვა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ე) მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში პაციენტებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი ინფორმაციის ანალიზი და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში განსახორციელებელ ცვლილებებზე ხელმძღვანელობასთან შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ვ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა სამედიცინო მომსახურების განყოფილებასთან ერთად;

ზ) შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

თ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.“.

გ) დებულების მე-19, მე-20 და 21-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

დ) დებულების 27-ე, 28-ე და 29-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

ე) დებულების 30-ე მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;”;

ვ) დებულების 321 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი321.ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ძი­რი­თა­დი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

 ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზ­რუნ­ველყოფა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;

 ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებე ბ იდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;

თ) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

ი) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები;“;

ზ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 326, 327,328, 329, 3210 და 3211-ე მუხლები:

,,მუხლი 326. სოციალური დაცვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმ ვ ისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტ თან ერთად სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ბ) სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების მართვა, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი;

გ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორ­ციელების სტრატეგიული გეგმისა და მექანიზმების შემუშავება ში მონაწილეობის მიღება;

დ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტე­ბის პროექტების შემუშავება ში მონაწილეობის მიღება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;

ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადე ბ ი სა და განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობის უფლების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება, გამოკვლევა, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

თ) სამედიცინო დაწესებულებებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის განხორციელება;

ი) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;

კ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველს, სამედიცინო პროვაიდერს ა და პაციენტს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;

ლ) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

მ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები;

მუხლი 327.

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სოციალურ საკითხთა განყოფილება;

ბ) სამედიცინო მედიაციის განყოფილება.

მუხლი 328. სოციალურ საკითხთა განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია;

ა) მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) სოციალურ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გეგმის და მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

გ) მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მართვა- განხორციელების კონტროლი;

დ) სოციალური მიმართულებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია, ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება;

ე) სოციალური დახმარებების საკითხებზე ინსტრუქციების, მეთოდური რეკომენდაციების ნორმატივების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) სოციალური დაცვის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა სამთავრობო, არასამთავრობო და ადგილობრივი თვით მ მართველობის შესაბამის სამსახურებთან;

თ) კომპეტენციის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარებების გაცემის ორგანიზება;     

ი) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

კ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.

მუხლი 329 . სამედიცინო მედიაციის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია;

ა) კომპეტენციის ფარგლებში ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების მიღება, გამოკვლევა, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

ბ) სამედიცინო დაწესებულებებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის განხორციელება;

გ) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;

დ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვევის სუბიექტებს შორის სახ ელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით მედიატორის როლის შესრულება და რეკომენდაციების მომზადე ბა;

ე) მედიაციის პროცესში ჩართული ნებისმიერი მხარისათვის მიუკერძოებული, კეთილსინდისიერი და დასაბუთებული რეკომენდაციის შემუშავება;

ვ) სამედიცინო დაწესებულებებისა და მედიაციის პროცესში ჩ ა რთულ სხვა ნებისმიერ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი სისტემატური ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და მიზნობრივი პროგრამების თაობაზე;

ზ) მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამებისა და დაზღვევით მისაღები სარგებლის შესახებ კონსულტაციების გაწევა და სათანადო დახმარების აღმოჩენა;

თ) მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტებით მინიჭებული შეღავათებისა და პრივილეგიების შესახებ;

ი) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით;

კ) მოქალაქეთა მიღება, შემოსული განცხადებების/წერილების განხილვა, ანალიზი და მათზე რეაგირება;

ლ) მინისტრის ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციები და ამოცანები.

მუხლი 3210 . თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

მუხლი 3211 . დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს უშუალოდ მინისტრი, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობასა და კონტროლს”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.          

თ. გაბაიძე