,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№605
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.033.013.536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 18/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.536

საქართველოს ფინანსთა

  მინისტრის ბრძანება №605

2009 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებით (სსმ III, 11.05.09, №57, მუხლი 646) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ დანართი №1-ის მე-11 პუნქტის 11.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის

ტერიტორიული ორგანოები:

 

დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––

 მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო

 გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/იძულებითი ღონისძიებების სამმართველო

 იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო

 საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო/საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო

 ადმინისტრაცია

 საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))

 საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))

 საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება

 საბაჟო გამშვები პუნქტი

 საბაჟო საგუშაგო.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 21 სექტემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი