,,საქართველოს საპატრიარქოსათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილ წყალტუბოს სატყეოში მიჩენილი უბნის (3.3 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№327
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 01/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №327

2008 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილ წყალტუბოს სატყეოში მიჩენილი უბნის (3.3 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს სამონასტრო კომპლექსისათვის სახელმწიფო ტყის ფონდის ყოფილ წყალტუბოს სატყეოში გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს იმერეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ყოფილი წყალტუბოს სატყეოს კვარტალ №8-ის ლიტერ №27-ში 3.3 ჰა ფართობი;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი