,,საქართველოს საპატრიარქოსათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. გაჭედილში, ჯიხას ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (10.7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№338
სარეგისტრაციო კოდი
390.040.050.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 01/07/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №338

2008 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. გაჭედილში, ჯიხას ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (10.7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის №506 ბრძანებულების შესაბამისად:

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფ. გაჭედილში, ჯიხას ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ ავანგარდის ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში გამოეყოს მიჩენილი უბანი;

ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ავანგარდის ყოფილი საკოლმეურნეო ტყის 10.7 ჰა ფართობი;

გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;

დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი