„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.015.138
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№701
2010 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010წ., №33, მუხ. 557) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს უფროსი.
5. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას – მოადგილე.“.
2. მე-4 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;”;
გ) „ბ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1” ქვეპუნქტი:
„ბ1) საოპერაციო დეპარტამენტი;”;
დ) “დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“დ) კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტი;”.
3. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
ბ) ტექნიკური და საპილოტო ტესტირება და დოკუმენტირება;
გ) სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;
დ) პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საოპერაციო დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით მოთხოვნების რეგისტრაცია, პირველადი ანალიზი და შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ბ) სამომხმარებლო ტესტირება;
გ) პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მომხმარებელთა ტრენინგის ჩატარება;
დ) მომხმარებლების რეგისტრაცია (რეგისტრაცია სისტემებში, ლოკალურ ქსელში ჩართვა, ელექტრონული ფოსტით უზრუნველყოფა);
ე) მომსახურების შესახებ შეთანხმების შესრულების კონტროლი;
ვ) პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ცვლილებების განხორციელება;
ზ) კომპიუტერული პარკის დაგეგმვა, განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა;
თ) პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
ი) ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა.”;
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამსახურის მუშაობის გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა;
ბ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
გ) კვლევების განხორციელება და მათი შედეგების მიწოდება/გამოქვეყნება, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვება, სისიტემატიზაცია და დამუშავება, სამინისტროსთვის გადამუშავებული სახით მიწოდების უზრუნველყოფა;
დ) გრძელვადიანი პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა, პროექტების მართვასთან დაკავშირებული ხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება;
ე) მომსახურების ხარისხის მართვა;
ვ) ურთიერთობა დონორებთან, საერთაშორისო კომპანიებთან, საზოგადოებასთან;
ზ) თანამშრომლების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა;
თ) სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა პროცესების სტანდარტების შემუშავება და დანერგვის კოორდინაცია;
ი) ბიზნესპროცესების ანალიზი და პროექტების მართვა;
კ) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ამოცანების ანალიზი და განსაზღვრა;
ლ) სისტემების სპეციფიკაციებისა და არქიტექტურის შემუშავება;
მ) მომსახურების შესახებ შეთანხმებების მომზადება.”.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი