„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.033.017817
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №144

2024 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ, III, 31.03.2010, №33, მუხლი 557) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბიუჯეტო და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების მობილიზება, აღრიცხვა და განკარგვა;

ბ) ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, დაზუსტება, წარდგენა; ბიუჯეტის შესრულება, ანგარიშგება და კონტროლი;

გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა (საკუთარი) შემოსავლების ხარჯვის შესახებ ანგარიშების  მომზადება და წარდგენა;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განსახორციელებელ ღონისძიებათა საჭირო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;

ე) მოქმედი  კანონმდებლობის შესაბამისად, ბუღალტრული  აღრიცხვის  წარმოება;

ვ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის განმახორციელებელ ყველა რგოლთან (პროგრამის ხელმძღვანელთან, ბიუჯეტის განმკარგავთან და ოპერაციულ მენეჯერებთან) კოორდინირებული თანამშრომლობა ფინანსური ინფორმაციის გაცვლის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მიზნით;

ზ) ბიუჯეტის მაჩვენებლებისა და პროგრამის მიზნების შესაძლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიზეზების იდენტიფიცირება და ანალიზი;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის დადგენილი ფუნქციების ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების ორგანიზება, კოორდინაცია და შესაბამისი ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის ბალანსზე რიცხული აქტივების/ქონების მოვლა, შენახვა, ექსპლუატაცია;

კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახურის აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;

ლ) სამსახურის მიერ შესყიდვების პროცესის/განხორციელების უზრუნველყოფა (შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, დამტკიცება, კორექტირება და წარდგენა);

მ) სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;

ნ) შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, სამსახურის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებში, ყველა საჯარო და კერძო სამართლის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში;

ო) საქმისწარმოების (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროცესის უზრუნველყოფა;

პ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;

ჟ) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად შესაბამისი კონკურსის პროცედურების ორგანიზება და განხორციელება;

რ) თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის წარმართვა, თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ს) საკადრო ადმინისტრირების უზრუნველყოფა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა;

ტ) პრაქტიკისა და სტაჟირების პროცესის წარმართვა;

უ) სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2024.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №144. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.033.017817.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №144, 30.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.017817 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6167533/