„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №687
2010 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის ტრანზიტის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიმართ ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა ელექტრული ენერგიისა და სიმძლავრის ტრანზიტის შესახებ“ 2000 წლის 25 იანვრის შეთანხმების მოქმედება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე.
მ. სააკაშვილი