„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.08.2010 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№698
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 30/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 698

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს შეცვლისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებისპირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის (შემდეგში – მუზეუმი) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №31, მუხ. 302) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის:

ბ.ა) ,,ე“ ქვეპუნქტი და ,,ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5;

ბ.ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი და ,,ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №7.

4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების შესაბამისად განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 15 სექტემბრიდან.

   მ. სააკაშვილი