საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კველევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.015.136
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების კუთხით (მაგისტრის დიპლომი);
ბ) სოციოლოგიური კვლევის ჩატარების ერთწლიანი გამოცდილება;
გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
დ) უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ინგლისური ენა);
ე) დანაშაულის და სამართლის სოციოლოგიის ცოდნა (სასურველია);
ვ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
ზ) სტატისტიკური პროგრამა – SPSS-ის სრულყოფილი ცოდნა.
3. ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №161 ბრძანება.