საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.09.2010 ძალადაკარგული 04.06.2015
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.027.015137
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 06/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.027.015.137

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 164

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1.    კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.    ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების კუთხით;

ბ) უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია ინგლისური ენა);

გ) სოციოლოგიურ კვლევებში მონაწილეობის გამოცდილება;

დ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) სტატისტიკური პროგრამა – SPSS-ის ცოდნა;

ვ) დანაშაულის და სამართლის სოციოლოგიის ცოდნა (სასურველია).

3.    ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს მრჩევლის (II კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;

ე) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 აგვისტოს №161 ბრძანება.