1. მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში – „ეთიკის კოდექსი“) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.
2. ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება.
3. სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს