1. მასწავლებელი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
2. პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით.
3. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.
4. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
5. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მასწავლებელი თავისი საქმიანობისას ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად.
7. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
8. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.
9. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს.
10. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის.
11. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 14.07.2010
მუხლი 3. პროფესიული კომპეტენტურობა
თავი II — ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
- საქმე №330210018002522022
…მიმართებით არათანაბრად მოპყრობის ფაქტები ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა სხვა მოწმეებმაც, რომელთა დამრიგებელიც მოსარჩელე იყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ამავე კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად მასწავლებელი, თავისი პროფესიული…
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №57/ნ, 14.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014869 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1032919/muxli-3/