,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
460.010.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №358
2008 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოში 2009 წლის აპრილსა და მაისში დაგეგმილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით:
1. შეიქმნას ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გაბაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ასანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
არჩილ გეგენავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი გოგუაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო კალანდაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ნამგალაური – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე
გია ნაცვლიშვილი – საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
დავით ჩანტლაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
დილარ ხაბულიანი – საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
2. კომისიამ პერიოდულად წარმოადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
3. შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელებას.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““?
- „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““ მიღებულია 10.07.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №358. სარეგისტრაციო კოდი — 460.010.000.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 18.03.2009-დან.
- სად არის „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ძიუდოში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ““, №358, 10.07.2008, სარეგისტრაციო კოდი 460.010.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103318/