1. ლიცეუმი საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან და სამხედრო მომზადებასთან ერთად ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას, უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით და კვებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
2. ლიცეუმის რეჟიმის რეგლამენტი განსაზღვრულია ლიცეუმის შინაგანაწესის მიხედვით. დღის განრიგი, რომელიც უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო სწავლების, სამხედრო მომზადების შრომისა და დასვენების რაციონალურ შეხამებას, შედგენილია კადეტთა სავალდებულო სადღეღამისო დასწრების გათვალისწინებით.
3. ლიცეუმი უზრუნველყოფს კადეტებს ფორმით, აღჭურვილობით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო-საწერი და საკანცელარიო ნივთებით, სამეურნეო ინვენტარით.
4. ლიცეუმის სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შტატით გათვალისწინებული სამედიცინო სამსახურის პერსონალი, სამხედრო ჰოსპიტალი და სამინისტროსთან ან/და ლიცეუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულებები.
5. ლიცეუმის მომსახურე პერსონალი და კადეტები შეიძლება დაზღვეული იყვნენ სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყი
დვით.
6. ლიცეუმი კადეტებს დადგენილი ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფს ტანსაცმლით, სანივთე ქონებით, საჭირო ინვენტარით, პირადი ჰიგიენის საგნებით, სახელმძღვანელოებით და საკანცელარიო საშუალებებით, რომელიც მას გადაეცემა სამინისტროს მიერ ან/და ლიცეუმის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად.
VII. გარდამავალი დებულებან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.02.2026
მუხლი 27. პანსიონი
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №515, 02.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014932 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033764/muxli-27/