1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) საწევროები და შენატანები;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით და სამინისტროს ასიგნებებიდან;
დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ლიცეუმის ყველა შემოსულობა და გადასახდელები აისახება მის ბიუჯეტში. ლიცეუმის ბიუჯეტში არ აისახება ის გადასახდელები, რომელიც გაიწევა სამინისტროს მიერ ლიცეუმის სასარგებლოდ