1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ლიცეუმის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. ლიცეუმის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებსა და სახდელების შეფარდებაზე უფლებამოსილ პირებს.
3. ლიცეუმის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კადეტის გაკვეთილიდან გაძევება, ლიცეუმიდან დროებითი დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.
4. კადეტის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.
5. ლიცეუმიდან 5 დღემდე დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დირექტორს, ხოლო 5 – 10 დღემდე ვადით დათხოვნის ან ლიცეუმიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – ლიცეუმის დისციპლინურ კომიტეტს.
6. დირექტორის და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო კომიტეტში ასეთის არსებობის შემთხვევაში