1. დისციპლინური კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის მასწავლებელი, მშობელი და კადეტი. დისციპლინური კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მინისტრის ან მისი მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილ ოდენობას.
2. დისციპლინური კომიტეტი იქმნება 1 წლის ვადით და დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის არჩევა და მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
3. დისციპლინური კომიტეტის წევრებს სამეურვეო საბჭო ირჩევს დამსწრეთა უმრავლესობით. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:
ა) სამეურვეო საბჭოს;
ბ) პედაგოგიურ საბჭოს;
გ) კადეტთა თვითმმართველობას
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 16.02.2026
მუხლი 18. დისციპლინური კომიტეტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. კადეტთა თვითმმართველობა
- მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები
- მუხლი 12. ლიცეუმის მოსამსახურეები
- მუხლი 14. პერსონალთან მუშაობის განყოფილება
- მუხლი 16. სასწავლო კურსები
- მუხლი 17. დისციპლინური დევნა
- მუხლი 19. სააპელაციო კომიტეტი
- მუხლი 20. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა საჩივრის განხილვა
- მუხლი 22. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
- მუხლი 23. ლიცეუმის ფინანსები
- მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №515, 02.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014932 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033764/muxli-18/