„ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.058
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება№3/151
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 22.07.2009წ., №90, მუხ. 955) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ადგენს თეატრის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.“.
5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.“.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. თეატრის ქონება
თეატრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად“.
7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 23.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/151. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.015058.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ჩრდილების სახელმწიფო თეატრის – „აფხაზეთის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2009 წლის 16 ივლისის №3/100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №3/151, 23.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015058 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1033876/