„ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/463 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.099
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება№3/192
2010 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/463 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის №3/463 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006, №147, მუხ. 2048) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეატრს, მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით, შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.
2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თეატრის მმართველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.“.
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამტკიცებს თეატრის წლიურ ბიუჯეტს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს თეატრის წლიურ ბალანსს.“.
5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით.“.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. თეატრის ქონება
თეატრს, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სახელმწიფო ქონება სარგებლობის უფლებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც მის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.“.
7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.
8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. რურუა