„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/159
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.054.015066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 27/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.054.015.066

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება№3/159

2010 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2007 წ., №59, მუხ 629) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწავლებელში ახალი განყოფილების გახსნა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში.

2. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასწავლებლის დამთავრებისას გაიცემა სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“.

3. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სასწავლებლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი;“.

4. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს.“.

5. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად სასწავლებლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან;“.

6. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სასწავლებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

7. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასწავლებელს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს“.

8. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა“.

9. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

10. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლებლის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.08.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3/159. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.054.015066.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.08.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება – ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის №3/68 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3/159, 23.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.015066 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1034163/