საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №800
2010 წილს 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი ს ა ქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11მუხლის მე-2პუნქტის შ ესაბამისად,საზ ღ ვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა მოწესრიგების მიზნით:
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა განახორციელონ ამ ბრძანებულების დანართით განსაზღვრული პირების, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, რაც მოიცავს დახვედრისა და გაცილების ცერემონიას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის ხელშეწყობას.
2. სახელმწიფო ინტერესები დ ან გამომდინარე, საქართველოს საგარეო ს ა ქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა აგრეთვე ახორციელებს იმ თანამდებობის პირების, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ ბრძანებულების დანართით, აგრეთვე მათი ხელმძღვანელობით წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთა ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი
იმ პირთა ნუსხა, რომელთა ოფიციალური ვიზიტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა
ა)საქართველოს პრეზიდენტი;
ბ)საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე;
გ)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
დ)საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
ე)საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ზ)საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
თ)საქართველოს მინისტრები და სახელმწიფო მინისტრები;
ი)საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
კ)საქართველოს სახალხო დამცველი;
ლ)საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;
მ)საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
ნ)საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ო) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი;
პ)ავტონომიური რესპუბლიკის მთა ვ რობის თავმჯდომარე; ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
ჟ)სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
რ)საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
ს)ქ. თბილისის მერი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“?
- „საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №800. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.08.002.016020.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.05.2011-დან.
- სად არის „საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საზღვარგარეთის ქვეყნებში წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციებისა და პირების ვიზიტების ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №800, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.08.002.016020 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1035428/