„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№802
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 127, 04/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №802

2010 წილს 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების ა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №54,მუხ. 457) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა)ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ს ახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს სო ციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით დაუწესდეთ სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა შემდეგი ოდენობებით:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართვე ლოს ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრ ების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს – თვ ეში300 ლარი;

ბ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ადმინისტრაციის(დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, სასწავლო ცენტრის დაცვის მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო სასწავლო ცენტრში მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;

დ)საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლის დაცვის მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;

ე) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტების დაცვ აში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.”;

 ბ)ბრძანებულებას დაემატოს „11” პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11.მოსამსახურეთა კვებით სრული ან ნაწილობრივი უზრუნველყოფის შემთხვევაში,ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ს „ბ-ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი