შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განჩინება
საქართველოს სახელით
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად განიხილა შპს „ულევი აგროს“ მიმართ წარმოებულ გაკოტრების საქმეზე კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
დაადგინა:
1. შპს „ულევი აგროს“ მიმართ გახსნილ გაკოტრების საქმეზე მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) დაგვიანებით წარმოდგენილ მოთხოვნათა შემოწმება; ბ) გაკოტრების მმართველის მიერ გაწეული საქმიანობის და მისგან გამომდინარე შედეგების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა და ანალიზი.
2. კრედიტორთა კრების ჩატარების დროდ და ადგილად განისაზღვროს 2010 წლის 15 ოქტომბერი, 10 (ათი) საათი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი, №6, სასამართლო სხდომის დარბაზი №22.
3. განჩინების შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2010 წლის 8 ოქტომბრისა გაზეთში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც. ბეჭდვით ორგანოში განჩინების გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს შპს „ულევი აგროს“ გაკოტრების მმართველს – შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენს“, კერძოდ, მის დირექტორს ნოდარ პაპუკაშვილს. მასვე დაევალოს კრედიტორთათვის კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების ჩაბარება და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ბ. სისვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.10.2010.
- როდის იქნა მიღებული „შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 01.10.2010. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/2/44-10.
- სად არის „შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს "ულევი აგრო"-ს კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ“, №2/2/44-10, 01.10.2010 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1036784/