საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.10.2008 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 155, 24/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №505

2008 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ

ქართული მწერლობისა და ხელოვნების განვითარების, ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების ურთიერთანამშრომლობის და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მწერალთა სახლი“ (შემდეგში – „მწერალთა სახლი“).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს „მწერალთა სახლის“ სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს „მწერალთა სახლის“ დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს „მწერალთა სახლის“ ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, მათ შორის, ქალაქ თბილისში, ივ. მაჩაბლის ქუჩა №13-ში განთავსებული უძრავი და მასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების „მწერალთა სახლისათვის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“ მიღებულია 23.10.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №505. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004..
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მწერალთა სახლის“ შექმნის შესახებ“, №505, 23.10.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103810/