„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.11.2008 ძალადაკარგული 18.12.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№571
სარეგისტრაციო კოდი
480.070.000.05.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 168, 27/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №571

2008 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო უკრაინაში და საქართველოს საელჩო საფრანგეთსა და პორტუგალიაში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და მათ ნაცვლად ჩამოყალიბდეს:

ა) საქართველოს საელჩო უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენლობა სუამში;

ბ) საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში.

2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №61, მუხ. 532) მე-3 პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საქართველოს საელჩო საფრანგეთში, პორტუგალიასა და მონაკოს სამთავროში და მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში;“.

ბ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. საქართველოს საელჩო უკრაინაში და მუდმივი წარმომადგენლობა სუამში“.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით რეორგანიზებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაფინანსება განხორციელდეს წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

5. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის პირველ იანვარს.

მ. სააკაშვილი