ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.10.2010 ძალადაკარგული 06.01.2012
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.141.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №112

2010 წლი ს7 ოქტომბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

I. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2. ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი.

3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

II. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) დამტკიცდეს ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:

– საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის – 0,50 ლარის ოდენობით;

– არა საცხოვრებელი (მაღაზია, ოფისი და სხვა) – 1,0 ლარის ოდენობით;

ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. დამტკიცდეს ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა 150 ლარის ოდენობით.

3.დამტკიცდეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,4 ლარის ოდენობით თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.                

4. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 600 ლარის ოდენობით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში1 500 ლარის ოდენობით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

III. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის31 მარტის №82 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.

IV. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი