სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.2010 ძალადაკარგული 04.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.120.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 21/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 21

2010 წლის 5 ოქტომბერი

ქ. სამტრედია                                               

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების, მე-40 თავისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად,

     მუხლი 1

დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთი (გარდა მიწისა) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 (ერთი) %-ის ოდენობით დაბეგვრის შემდეგ ობიექტებზე:

  ა) საქართველოს საწარმოსათვის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგის წესით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობებზე და არმატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

  ბ) უცხოური საწარმოების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონებაზე);

 გ) ორგანიზაციების ბალანსზე რიცხულ ამ მუხლის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქონებაზე ან ქონების ნაწილზე, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

    მუხლი 2

დამტკიცდეს ქონების გადასახადის განაკვეთი (გარდა მიწისა) ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), დაუმთავრებელ მშენებლობაზე ან/და იახტებზე (კატარღებზე), თვითმფრინავებზე, შვეულმფრენებზე, აგრეთვე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე ან/და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე (გარდა ბიოლოგიურ აქტივებისა და საქართველოს რეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონებისა), დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე:

    ა) კალენდარული წლის განმავლობაში 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის-უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 %;

    გ) კალენდარული წლის განმავლობაში 100000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %.

    მუხლი 3

დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე გაანგარიშებით:

     ა) სახნავი (კარგი), სათევზე ტბორებით, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის – 38 ლარი;

     ბ) მწირი მიწებისათვის – 20 ლარი;

     გ) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 4 ლარი;

     დ) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 3 ლარი.   

     მუხლი 4

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,1392 ლარის ოდენობით (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი წელიწადში მიწის 1 კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით, ხოლო ტერიტორიული კოეფიციენტი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 0.58).

    მუხლი 5

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1 ჰა-ზე 3 ლარის ოდენობით.

    მუხლი 6

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებ ი სათვის საიჯარო ქირის  შემოღების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 მაისის №55 დადგენილება.

    მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე  ა. ჯვარშეიშვილი