„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12/5
2010 წლის 8 ოქტომბერი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 9 აგვისტოს №726 ბრძანებულები ს გათვალისწინებით:
1. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 9 ივლისის № 8/5 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გ. დორეული
დანართი №1
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები
| თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი | 500 |
| თავმჯდომარის თანაშემწე | 450 |
| აპარატის მთავარი სპეციალისტი | 420 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“?
- „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.10.2010. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12/5. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.35.159.016005.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.10.2012-დან.
- სად არის „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“, №12/5, 08.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.159.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1042044/