„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№10
2009 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი1 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ჰ8 “ და „ჰ9 “ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) „ჰ14 “ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, პროკურატურის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს პროკურატურა.“.
5. მე-10 მუხლის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. მე-11 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მ) რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
7. მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25.
რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;
ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
გ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
დ) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ი) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
კ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ლ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული იმ სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
მუხლი 2
1. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
2. ამ ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28, სსმIII, №11, 30.01.2009 მუხ.105