„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3600-IIს
სარეგისტრაციო კოდი
340020000.05.001.016021
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 12/10/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  შემოსავლების სამსახური.“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მცენარეთა დაცვის საშუალებანი, რომლებიც საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი სამუშაოებისათვის არაკომერციული მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო გამოცდისათვის შემოდის, თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისაგან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

№360 0–II ს

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.09.2010.
როდის იქნა მიღებული „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3600-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 340020000.05.001.016021.
სად არის „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.09.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3600-IIს, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 340020000.05.001.016021 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1043843/