⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.03.2015)
გაუქმებულია:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სმირნოვების მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.10.2010
ძალის დაკარგვა 17.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №3/227
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 135, 21/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,209 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.10.2010 მიღება
17.03.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (4)

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სმირნოვების მუზეუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.7pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №3/227 2010 წლის 18 ოქტომბერი ქ. თბილისი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სმირნოვების მუზეუმის “ დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სმირნოვების მუზეუმის შექმნის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივლისის №497 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სმირნოვების მუზეუმის“ თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. რურუა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სმირნოვების მუზეუმის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სმირნოვების მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით. 3. მუზეუმი შექმნილია და ფუნქციონირებს საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის – კავკასიური სახლის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს. 4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა № 20 .     მუხლი 2🔗. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. მუზეუმის საქმიანობა განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა: ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით, შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს საქართველოსა და რუსეთის კულტურული ურთიერთობების, ასევე სმირნოვების ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული ამასახველი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები; ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ დასახელებულ კულტურულ ფასეულობებს; გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპოზიცია . 3. მუზეუმს უფლება აქვს: ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ; ბ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან; გ) ჩაატაროს მუზეუმის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები; დ) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა სამუზეუმო (მათ შორის , საქველმოქმედო) ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ე) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე); ზ) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.     მუხლი 3🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა 1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში. 3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 4. მუზეუმის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს; გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად, განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე; დ) „საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს ; ე) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები; ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.     მუხლი 4🔗. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო 1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან. 2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი . 3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.     მუხლი 5🔗. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი 1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, მუზეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა;    დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ და „ გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ და „ ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას. 4. მუზეუმს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება გაასხვისოს/სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. მუზეუმის საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი 1. მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 8🔗. მუზეუმის დაფინანსების წყაროები 1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 9🔗. მუზეუმის ქონება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადაგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.     მუხლი 10🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 11🔗. მუზეუმის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.