"ქ. ბორჯომის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის Uუძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის #3/87 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3/224
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ს

ბრძანება №3/224

2010 წლის 13 ოქტომბერი

  ქ. თბილისი

„ქ. ბორჯომის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად,

ვბრძანებ:

1. „ქ. ბორჯომში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე” საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2010 წლის 2 ივნისის №3/87 ბრძანებით დამტკიცებულ ი№1 დანართის 37-ე პუნქტი და, ასევე, აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით №2 დანართში მითითებული მისამართი ამოღებულ იქნ ე ს.

2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ცვლილების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

      ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).

  ნ. რურუა