"საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 51 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა:
ა) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში), რომელიც გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე;
ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა.“.
2. 52 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 ოქტომბერი.
№3737–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.10.2010.
- როდის იქნა მიღებული "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.10.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3737-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 310060000.05.001.016032.
- სად არის "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3737-IIს, 15.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310060000.05.001.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1053634/