„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ კანონსა და კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.“.
2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურსა და საქართველოს წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში და კონფერენციებზე, აგრეთვე მათ ორგანოებში, უფლება აქვთ, საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტის მიღების მიზნით უფლებამოსილების წარდგენის გარეშე აწარმოონ მოლაპარაკება ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან ან მოცემული საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის ფარგლებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 12 ივნისი.
№1221–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1221. სარეგისტრაციო კოდი — 480.140.000.05.001.000.516.
- სად არის „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1221, 12.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 480.140.000.05.001.000.516 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/89254/