„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ 11.11.2005
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 30.11.2005, მუხ. 328) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შუამდგომლობას უნდა დაეთანხმოს საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ შერჩეული, სპეციალურად უფლებამოსილი პროკურორი (შემდგომში – პროკურორი), რომელსაც უფლება აქვს კანონმდებლობის ფარგლებში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია შუამდგომლობასთან დაკავშირებით.“.
2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 27. საპროკურორო ზედამხედველობა
სპეციალური სამსახურების კონტრდაზვერვითი საქმიანობა არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. ის ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკური და იურიდიული პირების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან, თანხმდება საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ დანიშნულ სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორთან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 1 ნოემბერი.
№484–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №484. სარეგისტრაციო კოდი — 130.050.000.05.001.003.326.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №484, 01.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 130.050.000.05.001.003.326 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19372/