„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№810
სარეგისტრაციო კოდი
280.070.110.05.001.001.643
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 25/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 28) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის პირველი მუხლის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები პენსიის დასანიშნად განცხადებით და შესაბამისი დოკუმენტებით მიმართავენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტაციასა და გაანგარიშებას პენსიის დასანიშნად 10 დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.“.

2. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ასეთივე უფლებებით სარგებლობენ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზევადიანი და სახელშეკრულებო (კონტრაქტით) სამსახურგავლილი პირები, თუ ისინი გადაყვანილ იქნენ ზემოთ აღნიშნული ერთი უწყებიდან მეორეში.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№810–რს