„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოსკანონი
„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ.43) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის:
ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტის:
ბ.ა) დასაწყისში დაემატოს შემდეგი წინადადება:
„მიწის ნაკვეთისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მოიცავს მიწის აგეგმვით სამუშაოებს, საბუთების, სარეგისტრაციო მოწმობებისა და საკადასტრო რუკების მომზადებას და გაცემას, აგრეთვე პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა ღონისძიებას და სრულდება სახელმწიფოს დაფინანსებით ან მიზნობრივად მოზიდული კრედიტების, გრანტებისა და ტექნიკური დახმარებების ხარჯზე, ხორციელდება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე.“;
ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მიწის აგეგმვითი სამუშაოების ჩატარებას,“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. გარდამავალი დებულება
სანივთო უფლებათა საჯარო რეესტრში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე ამ უფლებათა მარეგისტრირებელ/აღმრიცხველ დაწესებულებებში არსებული ყველა ინფორმაცია დამოწმებული სახით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, სასამართლოებს, ასევე მიწის რეგისტრაციის სისტემის ხელშემწყობ იურიდიულ პირებს.“.
მუხლი 2.
ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2002 წლის 10 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1496_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1496. სარეგისტრაციო კოდი — 210.020.140.05.001.001.084.
- სად არის „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1496, 07.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 210.020.140.05.001.001.084 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13780/