„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3164
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.002.280
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 01/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმებით ნება მისცეს ან უარი უთხრას უცხო ქვეყნის სამაშველო საშუალებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ვალდებული არიან, დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისათვის. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროული კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგი ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 25 მაისი.

№3164–Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.05.2006.
როდის იქნა მიღებული „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.05.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3164. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.05.001.002.280.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.05.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3164, 25.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.280 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/26560/