„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2021
სარეგისტრაციო კოდი
310.090.000.05.001.001.983
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 29/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463) მე-16 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 36 ტონას. ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და საერთო წონა – 36 ტონას, გატარებულნი იქნებიან მხოლოდ აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში ან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღების შემდეგ;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოსახლეობისა და გადამზიდველების ინფორმირება სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტვირთამწეობისა და ღერძზე დატვირთვის ზღვრული ნორმის დაწესებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 50-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 ნოემბერი.

№2021–IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.11.2005.
როდის იქნა მიღებული „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2021. სარეგისტრაციო კოდი — 310.090.000.05.001.001.983.
სად არის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2021, 09.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.001.983 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27310/