„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 463) მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს. ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა – 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, გატარებული იქნება აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, მისი მოძრაობა დასაშვებია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან და საპატრულო პოლიციიდან რეკომენდაციის მიღების შემდგომ;“.
მუხლი 2
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყონ „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციის გაცემის წესის შემუშავება და მისი დამტკიცება არსებული წესის შესაბამისად.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3394–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2006.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3394. სარეგისტრაციო კოდი — 310.090.000.05.001.002.334.
- სად არის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3394, 23.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 310.090.000.05.001.002.334 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/23992/