„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„ა) იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება:
ა.ა) იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად;
ა.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საზღვაო ნავსადგურში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადაადგილებულ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც შემდგომ გადაადგილდება საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან უახლოესი, 10 კმ-ის რადიუსში მდებარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;
ა.გ) იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საგადასახადო ორგანოს განთავსების ადგილიდან უახლოესი, 25 კმ-ის რადიუსში მდებარე რკინიგზის სადგურისაკენ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ზონისაკენ საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 მარტიდან.
ქუთაისი, 24 დეკემბერი 2013 წ. N1832-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1832-რს. სარეგისტრაციო კოდი — 310090000.05.001.017311.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1832-რს, 24.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 310090000.05.001.017311 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2169376/