„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.
2. 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
5. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დართო ნება, საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებული არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.“.
3. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში
საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ები ს თანხმობით, ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება − საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11მარტი.
№4422-Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4422-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 400010020.05.001.016233.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4422-Iს, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.016233 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1240878/